საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
მომხმარებლის უფლებების დაცვის ცხელი ხაზი 598 05 44 22 კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2 44 07 70 მომხმარებლის უფლებების დაცვის ცხელი ხაზი 598 05 44 22 კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2 44 07 70 მომხმარებლის უფლებების დაცვის ცხელი ხაზი 598 05 44 22 კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2 44 07 70
მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები
დაუშვებლობის გადაწყვეტილებები
ფიზიკურ პირ თემურ ბოლქვაძის და შპს „ლეგომეტალის“ საქმე
2023-05-18

სააგენტოსთვის წინასწარ წერილობით შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების სააგენტოსთვის შეუტყობინებლობის შესაძლო ფაქტების გამოვლენისა და მათზე შემდგომი რეაგირების მიზნით, სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, გამოვლინდა კონცენტრაცია, რომელიც ეკონომიკურმა აგენტებმა განახორციელეს სააგენტოსთვის წინასწარი წერილობითი შეტყობინებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე.


კერძოდ, 2022 წლის 10 ოქტომბერს, ფ/პ თემურ ბოლქვაძესა და ფ/პ ფრიდონ კომახიძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რის საფუძველზეც, თემურ ბოლქვაძე გახდა შპს „ლეგომეტალის“ (ს/კ 400290608) 100%-იანი წილის მფლობელი. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების სააგენტოში წარმოდგენის ვალდებულების მქონე პირს ფ/პ თემურ ბოლქვაძესა დაეკისრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და დაევალა განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების კანონმდებლობით დადგენილი სახით სააგენტოში წარმოდგენა.  განხორციელებული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესწავლის მიზნით, სააგენტომ კონკურენტული გარემო შეაფასა ფერადი ლითონის ჯართით ექსპორტის ბაზარზე. ფერადი ლითონის ჯართით ექსპორტის მოცულობა 2021 წელს შეადგენდა 271,7 მლნ ლარს, მონაწილე სუბიექტების რაოდენობა - 46, ბაზრის ბაზრის კონცენტრაციის (HHI) ინდექსი - 1 474,77, რაც საშუალოდ კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.   


აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მიღებული და დამუშავებული დოკუმენტაციის თანახმად, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა, რომ ფ/პ თემურ ბოლქვაძეს მიერ შპს „ლეგომეტალის“ 100%-იანი წილის შეძენით განხორციელებული კონცენტრაცია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

დოკუმენტის ნახვა
შპს „რონიკოს“ და შპს „ართთაიმის“ საქმე
2023-05-18

სააგენტოსთვის წინასწარ წერილობით შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების სააგენტოსთვის შეუტყობინებლობის შესაძლო ფაქტების გამოვლენისა და მათზე შემდგომი რეაგირების მიზნით, სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, გამოვლინდა კონცენტრაცია, რომელიც ეკონომიკურმა აგენტებმა განახორციელეს სააგენტოსთვის წინასწარი წერილობითი შეტყობინებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე.


კერძოდ, 2022 წლის 27 ოქტომბერს, ოქტომბერს, შპს „რონიკოს“ (ს/კ 203836974) მიერ განხორციელდა შპს „ართთაიმის“ (ს/კ 202356672) 100%-იანი წილის შეძენა. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების სააგენტოში წარმოდგენის ვალდებულების მქონე ეკონომიკურ აგენტს - შპს „რონიკოს“ დაეკისრა ჯარიმა 13 919 ლარის ოდენობით და დაევალა განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების კანონმდებლობით დადგენილი სახით სააგენტოში წარმოდგენა.  სააგენტოს შეფასების ლოგიკა ეყრდნობა იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ კონცენტრაციის მხარეები შერწყმამდე მოქმედებდნენ სხვადასხვა სასაქონლო ბაზრებზე და არ არიან დაკავშირებული მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვით, ამდენად, თითოეული მხარის შესაბამისი ბაზრის სტრუქტურის განხილვის საჭიროება არ დგას.


განხორციელებული კონცენტრაციის შედეგად, კონცენტრაციის დონე არ იცვლება არც ერთ შესაბამის ბაზარზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა, რომ შპს „რონიკოს“ და შპს „ართთაიმს“ შორის განხორციელებული კონცენტრაცია არ ცვლის შესაბამისი ბაზრის სასაქონლო სტრუქტურას, და, გამომდინარე აქედან, კონცენტრაცია თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.


 

დოკუმენტის ნახვა
შპს „სილქ როუდ ენჯინეარინგის“ და შპს „ფარმარეას“ საქმე
2023-05-18

სააგენტოსთვის წინასწარ წერილობით შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების სააგენტოსთვის შეუტყობინებლობის შესაძლო ფაქტების გამოვლენისა და მათზე შემდგომი რეაგირების მიზნით, სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, გამოვლინდა კონცენტრაცია, რომელიც ეკონომიკურმა აგენტებმა განახორციელეს სააგენტოსთვის წინასწარი წერილობითი შეტყობინებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე.


კერძოდ, 2022 წლის 18 ოქტომბერს, შპს „სილქ როუდ ენჯინეარინგის“ (ს/კ 405373509) მიერ განხორციელდა შპს „ფარმარეას“ (ს/კ 404518900) 100%-იანი წილის შეძენა. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების სააგენტოში წარმოდგენის ვალდებულების მქონე ეკონომიკურ აგენტს - შპს „სილქ როუდ ენჯინეარინგს“ დაეკისრა ჯარიმა 15 290 ლარის ოდენობით და დაევალა განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების კანონმდებლობით დადგენილი სახით სააგენტოში წარმოდგენა. შპს „სილქ როუდ ენჯინეარინგი“ მოქმედებს სასოფლო სამეურეო ტექნიკის და მარაგ-ნაწილების იმპორტისა და რეალიზაციის ბაზარზე, ხოლო შპს „ფარმარეა“ - სასოფლო სამეურეო ტექნიკის და მარაგ-ნაწილების იმპორტის, რეალიზაციისა და სერვისის ბაზარზე. განხორციელებული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესწავლის მიზნით, სააგენტომ კონკურენტული გარემო შეაფასა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და მარაგ-ნაწილების პროდუქციულ ბაზარზე ეროვნულ დონეზე.


სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, მოწყობილობებით და საკუთნოებით საბითუმო ვაჭრობის ბაზრის მოცულობა 2021 წელს შეადგენდა 169.3 მლნ ლარს, მონაწილე სუბიექტების რაოდენობა - 134, ბაზრის კონცენტრაციის (HHI) ინდექსი - 463,14, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, მოწყობილობებით და საკუთნოებით იმპორტის  მოცულობა 2021 წელს შეადგენდა 186,4 მლნ ლარს, მონაწილე სუბიექტების რაოდენობა - 1175, ბაზრის კონცენტრაციის (HHI) ინდექსი - 463,14, რაც ასევე დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.


აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მიღებული და დამუშავებული დოკუმენტაციის თანახმად, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა, რომ შპს შპს „სილქ როუდ ენჯინეარინგსა“ და შპს „ფარმარეას“ შორის განხორციელებული კონცენტრაცია, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

დოკუმენტის ნახვა
ი/მ ნუნუ კინწურაშვილის საქმე
2023-05-10

2023 წლის 23 მარტს საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა ი/მ ნუნუ კინწურაშვილის საჩივარი, რომელიც ეხებოდა ი/მ მაია ცაგარეიშვილის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11(3) მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაძლო დარღვევის ფაქტს.


სააგენტოს 2023 წლის 8 მაისის N 04/246 ბრძანებით დამტკიცებული გადაწყვეტილებით, საჩივარი არ იქნა დასაშვებად ცნობილი და მომჩივანს უარი ეთქვა საქმის მოკვლევის დაწყებაზე, რადგანაც საჩივარში დასმული საკითხების უმრავლესობა სცილდება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას. ასევე, მომჩივანის მხრიდან, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სააგენტოს მიერ დამატებით მოთხოვნილი ინფორმაცია

დოკუმენტის ნახვა
შპს "საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის" საქმე
2023-04-11

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 10 აპრილს დაასრულა შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“ 2022 წლის 13 ოქტომბრის საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა, რომელიც ეხებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ორგანოსა (მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის) და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.


მოკვლევის შედეგად დადასტურდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი. დარღვევა შეეხებოდა შესაბამისი მუნიციპალიტეტების ფარგლებში ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევის მიზნით გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში კონკურენციის საწინააღმდეგო სატენდერო პირობების გამოყენებას, რაც ზღუდავდა ტენდერებში ეკონომიკური აგენტების მონაწილეობას.


ამასთან, მოკვლევის ფარგლებში გამოიკვეთა დამატებით ექვსი მუნიციპალიტეტის (ხაშურის, ქარელის, კასპის, დმანისის, გარდაბნის და წალკის) მიერ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სადავო პირობის გამოყენების ფაქტი.


სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს, აგრეთვე, სახელმწიფო შემსყიდველ სხვა ორგანიზაციებს დაევალათ, სატენდერო პირობების ფორმირების პროცესში უზრუნველყონ კონკურენციის პრინციპის დაცვა, მათ შორის, არ გამოიყენონ სატენდერო პირობა, რომელიც სასამართლოს აქტის საფუძველზე მოქმედი აკრედიტაციის პირობებში მყოფ ეკონომიკურ აგენტს შეუზღუდავს ტენდერში მონაწილეობას, მის მიმართ აკრედიტაციის სტატუსთან დაკავშირებული სასამართლო დავის/პროცესის არსებობის მიზეზით.

დოკუმენტის ნახვა
ტექნიკური ინსპექტირების საქმე (II)
2023-03-22

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 13 მარტს დაასრულა ი/მ შოთა ლომინაშვილის, 2022 წლის 28 იანვრის, დაზუსტებული საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა, რომელიც ეხებოდა სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.


მოკვლევის შედეგად დადასტურდა სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი. დარღვევა შეეხებოდა აკრედიტაციისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურების დაწყებასა და განხორციელებაზე აკრედიტაციის ცენტრის წერილობით უარს, რომელიც არ ეფუძნებოდა მოქმედ კანონმდებლობას და იწვევდა მომჩივანის ეკონომიკური საქმიანობის შეფერხებას.

დოკუმენტის ნახვა
შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზრის მონიტორინგი
2022-12-28

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს პარლამენტის წევრის მომართვის საფუძველზე, შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზრის მონიტორინგი განახორციელა. განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ ბაზრის წლიური მოცულობა მცირეა და 2 მილიონ ლარს არ აღემატება. შუშის ნარჩენების შეგროვების ბაზარზე, ბოლო პერიოდში, ახალი კომპანიის შესვლა ფიქსირდება, რის შედეგადაც გაიზარდა შეგროვებული ნარჩენის რაოდენობა, სარეალიზაციო ფასი და ასევე იმ ფიზიკური/იურიდიული პირების რაოდენობაც, რომელთაგანაც ხორციელდება შუშის ნარჩენების შეგროვება.


კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზარზე საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ გამოიკვეთა. შესაბამისად, განგრძობადი დაკვირვების წარმოების საფუძველი არ არსებობს.

დოკუმენტის ნახვა
"დელტა დეველოპმენტ გრუპი"ს საქმე
2022-12-08

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2022 წლის 5 დეკემბერს, შპს „დელტა დეველოპმენტ გრუპის“ 2021 წლის 26 აპრილის დაზუსტებული საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა, რომელიც სათარჯიმნო-მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანიების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვა) შესაძლო დარღვევის ფაქტს ეხებოდა.

მოკვლევის შედეგად დადასტურდა ორი მოპასუხე ეკონომიკური აგენტის - შპს „თბილისის ბიზნეს სახლისა“ (ს/ნ: 404482608) და შპს „თბილისის ბიზნეს სახლის“ (ს/ნ: 204564293) და ერთ-ერთი მთარგმნელ-თარჯიმნის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევის ფაქტი. დარღვევა გამოიხატებოდა იშვიათი უცხო ენების სათარჯიმნო-მთარგმნელობითი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში აღნიშნულ სუბიექტებს შორის ექსკლუზიური ხასიათი სახელშეკრულებო თანამშრომლობაში, რაც შედეგად იწვევდა შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვას. სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხსენებულ ეკონომიკურ აგენტებს დაეკისრათ შესაბამისი ფინანსური სანქცია და დაევალათ კანონდარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა. გარდა ამისა, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ეკონომიკურ აგენტებს წარედგინათ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია. მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა „კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის დარღვევის ფაქტი.

დოკუმენტის ნახვა