საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
მომხმარებლის უფლებების დაცვის ცხელი ხაზი 598 05 44 22 კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2 44 07 70 მომხმარებლის უფლებების დაცვის ცხელი ხაზი 598 05 44 22 კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2 44 07 70 მომხმარებლის უფლებების დაცვის ცხელი ხაზი 598 05 44 22 კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2 44 07 70

ბათუმში მომხმარებელთა უფლებების კვირეულის დახურვის ღონისძიება გაიმართა

ქ. ბათუმში, მომხმარებელთა უფლებების საერთაშორისო დაცვის კვირეულის დახურვის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ.ბათუმის მერიის, მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე სიტყვით წარდგნენ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.



ღონისძიებაზე იმსჯელეს საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა შესახებ, განიხილეს რეგიონებში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და მათ გადაჭრის გზები. უწყებების წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული პროექტები გააცნეს.


კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 13-17 მარტს, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული გაიმართა. კვირეულის ფარგლებში მარეგულირებელმა უწყებებმა სექტორულად მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, მიღებული შედეგები, არსებული გამოწვევები, აღსრულების მექანიზმები, მომხმარებელთა ინფორმირების კამპანიების ეფექტიანობა და საერთაშორისო გამოცდილება განიხილეს


17.03.2023
უკან დაბრუნება