ღონისძიება გახსნა: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ; კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ; სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ; დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა; კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ; ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს - მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო კოლეგა უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებმა. მათ შორის, ტერეზა მორეირამ - UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა და ნერინგა ულბაიტემ - მომხმარებელთა დაცვის ექსპერტმა. შეხვედრის ფარგლებში, მომხმარებლის უფლებების დაცვისა და აღსრულების მექანიზმების შესახებ, პანელური დისკუსია გაიმართა.
13-17 მარტს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული იმართება. კვირეულის ფარგლებში, მარეგულირებელი უწყებები სექტორულად მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, მიღებულ შედეგებს, არსებულ გამოწვევებს, აღსრულების მექანიზმებს, მომხმარებელთა ინფორმირების ეფექტურ კამპანიებსა და საერთაშორისო გამოცდილებებს განიხილავენ.