საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
მომხმარებლის უფლებების დაცვის ცხელი ხაზი 598 05 44 22 კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2 44 07 70 მომხმარებლის უფლებების დაცვის ცხელი ხაზი 598 05 44 22 კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2 44 07 70 მომხმარებლის უფლებების დაცვის ცხელი ხაზი 598 05 44 22 კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2 44 07 70

ირაკლი ლექვინაძემ და კახა კორძაიამ სტუდენტებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახა კორძაიამ სტუდენტებთან საინფორმაციო-სამუშაო შეხვდრა გამართეს.



ირაკლი ლექვინაძემ კსუ-ის სტუდენტებს 2014 წლიდან დღემდე, კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების და მიღებული შედეგების, მათ შორის, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით - მიმდინარე და დასრულებული საქმეების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.


მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმებისა და კონკურენციის პოლიტიკის საკითხებზე პრეზენტაციები წარადგდინეს სააგენტოს - იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სოფიო მომცელიძემ და მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ შაიშმელაშვილმა. სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის, დიალოგის რეჟიმში წარიმართა.


ინფორმაციისთვის: მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, კონკურენციის ეროვნული სააგენტო სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას ახორციელებს. 3 გამარჯვებული სტუდენტის ვინაობა 13 მარტს, საკრებულოს დარბაზში გაიმართება. შესაბამისად, დაინტერესებულმა პირებმა, 10 მარტის ჩათვლით, ელ. ფოსტაზე: consumer@gnca.gov.ge განაცხადი უნდა წარმოადგინონ. საკონკურსო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://admin.competition.ge/uploads/3f5ca1bdced64f7db5d35cba05c22d44.p


02.03.2023
უკან დაბრუნება