საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
მომხმარებლის უფლებების დაცვის ცხელი ხაზი 598 05 44 22 კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2 44 07 70 მომხმარებლის უფლებების დაცვის ცხელი ხაზი 598 05 44 22 კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2 44 07 70 მომხმარებლის უფლებების დაცვის ცხელი ხაზი 598 05 44 22 კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2 44 07 70

ნოდარ ხადური შარუნას კესერაუსკას შეხვდა და განხორციელებული აქტივობების შედეგები მოისმინა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ლიტვის რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარეს შარუნას კესერაუსკასს შეხვდა.

მხარეებმა უცხოელი კოლეგის ვიზიტი საქართველოში და განხორციელებული სემინარების შედეგად მიღებული შედეგები, გამოწვევები, კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სფეროებში კონკურენციის აღსრულების მექანიზმები, მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო და პროექტის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროკავშირის პროექტის გუნდის ხელმძღვანელი - აურელიო ლა ტორე და კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლები.

ლიტვის რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარის ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა-სემინარები გაიმართა - კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, სემეკის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებისათვის. შარუნას კესერაუსკამ ქართველ კოლეგებს საერთაშორისო პრაქტიკა და მაგალითები გააცნო. დაგეგმილი სემინარების მთავარი მიზანი იყო რეგულირებად სფეროებში კონკურენციის აღსრულების გაძლიერება, ინსტიტუციური დიალოგის ხელშეწყობა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

ლიტვის რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში ევროკავშირის პროექტის "საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა" ორგანიზებით განხორციელდა.
30.03.2018
უკან დაბრუნება