საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულენოვან მოქალაქეებს, ჩემს კოლეგებს და ყველას ვისთვისაც ეს დღესასწაული მნიშვნელოვანია გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს
"21 მარტიდან, როცა დღე და ღამე ერთმანეთს უტოლდება, ბუნების გამწვანებასთან ერთად ითვლება, რომ ახალი წელი, ახალ სიცოცხლე იწყება. აზერბაიჯანელები და ათზე მეტი სხვა ერი - ახალ წელს ზეიმობს.
ნოვრუზ ბაირამი, რომელიც საერთო, სახალხო დღესასწაულია უკვე მრავალი წელია საქართველოშიც აღინიშნება. საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულენოვან მოქალაქეებს, ჩემს კოლეგებს და ყველას, ვისთვისაც ეს დღესასწაული მნიშვნელოვანია გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს. წარმატებას, კეთილდღეობას და მშვიდობას გისურვებთ“ - საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური.