ნოდარ ხადური უკრაინის მეშვიდე ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურენციის პოლიტიკის ფორუმში მონაწილეობს
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური უკრაინის მეშვიდე ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურენციის პოლიტიკის ფორუმში იღებს მონაწილეობას.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობენ კონკურენციის უწყების ხელმძღვანელი პირები და მიმოიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკა და საერთაშორისო გამოცდილება; საზოგადოების ეკონომიკური ინტერესის დაცვა; OECD-ის მუშაობა ანტიკორუფციულ საკითხებზე; პერსპექტივები, სტრატეგიული ბაზრები და რეფორმები; კონკურენციის კანონმდებლობისა და მართლმსაჯულების განვითარების თანამედროვე ტენდენციები და ა.შ.
ფორუმში მონაწილეობას იღებენ: უკრაინის ანტიმონოპოლიური კომიტეტის თავმჯდომარე იური ტერენტიევი; ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კონკურენციის კომისიის თავმჯდომარე ფრედერიკ ჯენი; ჯორჯ ვაშინგტონის უნივერიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი ვილიამ კოვაჩიჩი; ლიტვის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარე შარუნას კესერაუსკასი; OECD-ის კონკურენციის განყოფილების უფროსი ექსპერტი საბინა ზიგელსკი და ა.შ.