საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
მომხმარებლის უფლებების დაცვის ცხელი ხაზი 598 05 44 22 კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2 44 07 70 მომხმარებლის უფლებების დაცვის ცხელი ხაზი 598 05 44 22 კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2 44 07 70 მომხმარებლის უფლებების დაცვის ცხელი ხაზი 598 05 44 22 კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2 44 07 70

კონკურენციის სააგენტოში ევროკავშირის დახმარების პროექტის საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა გაიმართა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის დახმარების პროექტის - „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ფარგლებში, საორგანიზაციო კომიტეტის რიგით მე-3 სხდომა გაიმართა.

საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით ჭიჭინაძემ გახსნა. სხდომას, სააგენტოს წარმომადგენლებთან და პროექტის ექსპერტებთან ერთად, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომაზე განხილულ იქნა პროექტის მიმდინარეობა, დადებითად შეფასდა ბოლო 6 თვის მანძილზე განხორციელებული აქტივობები და გაიწერა მომდევნო 6 თვის სამოქმედო გეგმა.
02.03.2018
უკან დაბრუნება