საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
მომხმარებლის უფლებების დაცვის ცხელი ხაზი 598 05 44 22 კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2 44 07 70 მომხმარებლის უფლებების დაცვის ცხელი ხაზი 598 05 44 22 კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2 44 07 70 მომხმარებლის უფლებების დაცვის ცხელი ხაზი 598 05 44 22 კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2 44 07 70

უცხოელ ექსპერტებთან ერთად კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ადვოკატირების 2023-2025 სტრატეგიის დამუშავება დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან კალანდაძის და TWINNING-ის პროექტის მუდმივი რეზიდენტი მრჩევლის, იუსტინა პაულაუსკაიტეს ხელმძღვანელობით, სააგენტოს ადვოკატირების სტრატეგიის დამუშავების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ - ლიეტუვის კონკურენციის საბჭოს წევრები და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.


სამუშაო ჯგუფის მიერ მუშავდება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2023-2025 წლის ადვოკატირების სტრატეგია, რომელიც მოიცავს როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა აქტივობების დაგეგმავს, სამიზნე ჯგუფებთან თანამშრომლობის ფორმატებს და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, ღონისძიებების პოლიტიკის მართვის  ეფექტიან მექანიზმებს.


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ფარგლებში, კონსულტაციებს და ტექნიკურ მხარდაჭერას კონკურენციის სააგენტოს - ლიეტუვას და ავსტრიის კონკურენციის უწყებების პროფესიონალთა გუნდი უწევს.

07.07.2023
უკან დაბრუნება