imedinews.ge: ევროპული ბიზნეს ასოციაცია - კონკურენციის შესახებ კანონში მიღებული ცვლილებები სრულიად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და DCFTA-ის მოთხოვნებს. ეს კანონი ბიზნესში შეამცირებს არაჯანსაღ კონკურენციას
კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებების ძირითადი ნაწილი ძალაში, 4 ნოემბრიდან შევიდა. მათ შორის სახელი შეეცვალა უწყებასაც და მას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ეწოდება. არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კანონი არ ითვალისწინებდა არანაირ სანქციას და სააგენტო ახორციელებდა მხოლოდ დარღვევის ფაქტის დადგენას. ცვლილების თანახმად, დაწესდა სანქცია არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევებზე. სანქციის სახით კანონდამრღვევს ბრუნვის 1%-მდე ოდენობის ჯარიმა დაეკისრება. კანონის მიხედვით, შეთანხმებული ქმედებების უფრო ეფექტურად გამოვლენის მიზნით დასაშვები ხდება მოულოდნელი შემოწმება. აღნიშნული პროცესის განხორციელების შემთხვევაში, სასამართლო ეკონომიკური აგენტის წინასწარ ინფორმიორებას არ მოახდენს. გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ საუბრისას ევროპული ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ახალი კანონი მნიშვნელოვანია ყველანაირი ბიზნესისთვის საქართველოში.
„ევროპული ბიზნეს ასოციაცია ძალიან აქტიური იყო კანონის შემუშავების პროცესში. კანონში მიღებული ცვლილებები სრულიად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, DCFTA-ის მოთხოვნებს და მასში ასახულია ევროკავშირის კონკურენციის სამართალში არსებული ძირითადი პრინციპები. ჩვენ უნდა დავიწყოთ განვითარება და კანონის იმპლემენტაცია, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს კანონი ბიზნესში შეამცირებს არაჯანსაღ კონკურენციას. ასევე ყველა იმ ვუდ პრაქტიკას რაც შეიძლებოდა მომხდარიყო“, - განაცდახა ევროპული ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ, ჯონ ბრაეკეველდტმა.
ამ დრომდე არსებული კანონი შეიცავდა არაერთ სისტემურ და პროცედურულ ხარვეზს, რაზეც მუშაობა სამი წლის განმავლობაში გაგრძელდა. ახალი ცვლილებების შემდეგ კონკურენციის აღსრულების პოლიტიკა გახდება უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. რაც, შეეხება კონკურენციის ინსტიტუციონალური მიმართულებით ცვლილებებს, კონკურენციის საბჭოს ამოქმედება ცოტა მოგვიანებით განისაზღვრა.
[ვრცლად](https://imedinews.ge/ge/ekonomika/177870/evropuli-biznes-asotsiatsia-konkurentsiis-shesakheb-kanonshi-migebuli-tsvlilebebi-sruliad-sheesabameba-sauketeso-evropul-praqtikas-da-dcftais-motkhovnebs-es-kanoni-biznesshi-sheamtsirebs-arajansag-konkurentsias?fbclid=IwAR2GLInC9nNH_tC6y7xKzGkHeipWoJwk0Kb04J1TjVLX9FdfZJN1y4-fZqc)