საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
მომხმარებლის უფლებების დაცვის ცხელი ხაზი 598 05 44 22 კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2 44 07 70 მომხმარებლის უფლებების დაცვის ცხელი ხაზი 598 05 44 22 კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2 44 07 70 მომხმარებლის უფლებების დაცვის ცხელი ხაზი 598 05 44 22 კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2 44 07 70

კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2023 წელს უფრო ძლიერი აღსრულების პოლიტიკით აღჭურვილი და ახალი ფუნქციებით ხვდება! 2022 წელი ჩვენი უწყებისთვის ტრადიციულზე უფრო აქტიური და სიახლეებით დატვირთული იყო.

 

ძალაში შევიდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი და 1 ნოემბრიდან აღსრულების პროცესი დავიწყეთ. კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში უკვე მუშაობს შესაბამისი დეპარტამენტი და ამ სფეროში პირველი წარმატებული ნაბიჯებიც გადაიდგა, მომხმარებელი გრძნობს მხარდაჭერას და უკვე ბევრმა იცის - ვის უნდა მიმართოს პრეტენზიის შემთხვევაში. 2023-ში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა იქნება.

 

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ფარმაცევტული ბაზრის კონკურენტუნარიანობის და მეტი გამჭვირვალობის მიზნით გაცემული 13 რეკომენდაციის დანერგვა აქტიურად მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უკვე დანერგილია: ელექტრონული და გენერიკული რეცეპტები, ხარისხის სტანდარტები, რეფერენტული ფასები და ა.შ. დაშვებულ იქნა მედიკამენტების პარალელური იმპორტი თურქეთის რესპუბლიკიდან, რომლის შედეგადაც, დაახლოებით, 50-70%-იანი ფასების შემცირება დაფიქსირდა. რეფორმები გრძელდება, კონკურენციის ეროვნული სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ აქტივობებში აქტიურად არის წარმოდგენილი, ერთი საერთო მიზნით - თითოეულმა მომხმარებელმა მედიკამენტების სამართლიან და კონკურენტულ ფასად შეძენა შეძლოს.

 

2022 წლის პირველი ნახევარი ნავთობზე მაღალი ფასებით გამოირჩეოდა, რამაც ნავთობიმპორტიორი ქვეყნების ეკონომიკაზე და ინფლაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მოცემულ პერიოდში, საქართველოც კრიტიკულად მაღალი ფასებით გამოირჩეოდა. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგმა ბაზარზე მთავარი კომპანიების განსხვავებული ქცევა და საკმარისი საფუძვლები აჩვენა, რომ საქართველოში მოქმედი 5 საწვავის რეალიზატორი კომპანიის მიმართ მოკვლევა დაწყებულიყო.

 

საანგარიშო პერიოდში, დავხურეთ სამი მოკვლევა - დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და შეთანხმებული ქმედების ფაქტებზე.

 

2022 წელს, დავიწყეთ საფინანსო სექტორისთვის ძალიან აქტუალური თემის მონიტორინგი, რაც გულისხმობს საბანკო პროდუქტების რეალიზაციისას სადაზღვევო პროდუქტების მიწოდება/შეთავაზების ბაზრის შეფასებას. სადაზღვევო ბაზარი რეფორმების მოლოდინშია და, ვფიქრობ, ჩვენი უწყების მიერ მომზადებული შეფასება და რეკომენდაციები მის წარმატებულ განხორციელებას ხელს შეუწყობს.

 

2022 წლის 16-17 ნოემბერს, კოლეგა მარეგულირებელი უწყებების ორგანიზებით, კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების შესახებ, საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გავმართეთ. თბილისს სტუმრობდნენ 20-მდე ქვეყნიS კოლეგა უწყებების ხელმძღვანელი პირები, გაიმართა 6 პანელური სესია, რომელშიც 40-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, UNCTAD-ის და OECD-ის კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების მიმართულებების პირველი პირები. ჯამში, კონკურენციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენცია 300-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. ჩვენი მიზანია, კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების თემაზე გამართული საერთაშორისო ღონისძიებების რუკაზე საქართველო აქტიურად იყოს წარმოდგენილი.

 

2022 წელს, სააგენტოში ევროკავშირის მხარდაჭერით TWINING-ის პროექტი დაიწყო. აქტიურია თანამშრომლობა აშშ განვითარების სააგენტოსთან (USAID), რომელთა მხარდაჭერით არაერთი წარმატებული პროექტი ხორციელდება.

 

ტრადიციული მადლობა მინდა ვუთხრა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გუნდს გაწეული შრომისთვის, საქართველოს მთავრობას, ეკონომიკურ საბჭოს, პარლამენტს მხარდაჭერისთვის. ჩვენს კოლეგა უწყებებს, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორს, ექსპერტებს, მასმედიას, საერთაშორისო პარტნიორ უწყებებს და დონორ ორგანიზაციებს აქტიური თანამშრომლობისთვის.

 

ირაკლი ლექვინაძე
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე