საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, ფოთის საზღვაო ნავსადგურთან დაკავშირებული სატერმინალო კომპანიების 2016 წლის 8 ივნისის საჩივრის საფუძველზე, განახორციელა მოკვლევა სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მხრიდან ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით (გადაწყვეტილება N04/91, 21.04.2017).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17(2) მუხლის შესაბამისად, მოკვლევის შემდგომ არსებული ვითარების შესწავლის მიზნით, მომზადდა ფოთის საზღვაო ნავსადგურის საპორტო (სტივიდორული) მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ბაზრების ex-post მონიტორინგის ანგარიში.