საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
მომხმარებლის უფლებების დაცვის ცხელი ხაზი 598 05 44 22 კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2 44 07 70 მომხმარებლის უფლებების დაცვის ცხელი ხაზი 598 05 44 22 კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2 44 07 70 მომხმარებლის უფლებების დაცვის ცხელი ხაზი 598 05 44 22 კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2 44 07 70
მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები
დაუშვებლობის გადაწყვეტილებები
დელტა დეველოპმენტ გრუპის საქმე
2022-12-08

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 5 დეკემბერს დაასრულა შპს „დელტა დეველოპმენტ გრუპის“ 2021 წლის 26 აპრილის დაზუსტებული საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა, რომელიც ეხებოდა სათარჯიმნო-მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანიების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვა) შესაძლო დარღვევის ფაქტს.


მოკვლევის შედეგად დადასტურდა ორი მოპასუხე ეკონომიკური აგენტის - შპს „თბილისის ბიზნეს სახლისა“ (ს/ნ: 404482608) და შპს „თბილისის ბიზნეს სახლის“ (ს/ნ: 204564293) და ერთ-ერთი მთარგმნელ-თარჯიმნის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევის ფაქტი. დარღვევა გამოიხატებოდა იშვიათი უცხო ენების სათარჯიმნო-მთარგმნელობითი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში აღნიშნულ სუბიექტებს შორის ექსკლუზიური ხასიათი სახელშეკრულებო თანამშრომლობაში, რაც შედეგად იწვევდა შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვას. სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხსენებულ ეკონომიკურ აგენტებს დაეკისრათ შესაბამისი ფინანსური სანქცია და დაევალათ კანონდარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა. გარდა ამისა, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ეკონომიკურ აგენტებს წარედგინათ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია. მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა „კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის დარღვევის ფაქტი.

დოკუმენტის ნახვა
შპს „ჯ და აუდიტ სერვის ჯგუფის“ საქმე
2021-03-15

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 9 მარტს დაასრულა შპს „ჯ და აუდიტ სერვის ჯგუფის“ განცხადების საფუძველზე დაწყებული მოკვლევა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება) სავარაუდო დარღვევის ფაქტზე. მოკვლევის ფარგლებში მიღებული და დამუშავებული მასალების საფუძველზე დადასტურდა მოპასუხე ეკონომიკური აგენტების, შპს „Aladashvili&co-ს“, შპს „ნილის“, შპს „თარი 08-ს“ და შპს „ელფის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა. კერძოდ, ადგილი ჰქონდა, უფასო სასადილოებით მომსახურების გაწევის მიზნით გამოცხადებულ კონკრეტულ სახელმწიფო შესყიდვებში ბაზრის გადანაწილებას. მოკვლევის ფარგლებში გაანალიზებულ იქნა შესაბამისი ბაზარი და მასთან დაკავშირებული ნიუანსები. ეკონომიკურ აგენტებს დაეკისრათ კანონით დადგენილ ფარგლებში შესაბამისი სანქცია.

დოკუმენტის ნახვა
შპს „სიტროენ ჯორჯიას“ საქმე
2018-07-06

შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი - შპს „სტრადა მოტორსის“, შპს „იბერია ავტოს“, სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“, შპს „კია მოტორს ჯორჯიას“, შპს „ჯი-თი მოტოსის“ და სს „ფრანს ავტოს“ შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების არსებობის თაობაზე. მომჩივანის პოზიციით, დარღვევა გამოიხატებოდა კომპანიების მიერ სახელმწიფო შესყიდვებში ურთიერთშეთანხმებული პირობებით მონაწილეობაში. მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა დასახელებულ კომპანიებს შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების არსებობის ფაქტი.

დოკუმენტის ნახვა
ნავთობკომპანიების საქმე II
2018-05-10

საქართველოს სასამართლოების დავალების შესაბამისად, კონკურენციის სააგენტომ დაიწყო საქართველოს ნავთობპროდუქტების სასაქონლო ბაზრის ხელახალი მოკვლევა. მოკვლევის შედეგად, ქვეყანაში მოქმედ 5 ყველაზე მსხვილ ნავთობკომპანიას დაუდგინდა დარღვევა, რაც გამოიხატებოდა ბაზრის გადანაწილებაში. ასევე, ხელახლა დადგინდა ცალკეული კომპანიის მიერ გაფორმებული ქველიცენზიისა და პარტნიორობის ხელშეკრულებაში ფასების ფიქსაციის ფაქტი. კომპანიებს ჯამში დაეკისრათ 3 მილიონ ლარამდე ჯარიმა, რომელიც გადახდილ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში.

დოკუმენტის ნახვა
სასკოლო ავტობუსების საქმე
2017-06-23

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საკუთარი ინციატივით დაიწყო მოკვლევა - საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის ტენდერში მონაწილე კომპანიებს (შპს „ვი-ქომი“, შპს „ნიში“, შპს „თაიმსერვისი“ და შპს „მაიჯიპიესი“) შორის შეთანხმებული პირობების არსებობის სავარაუდო ფაქტზე. მოკვლევის შედეგად, არ დადგინდა ამ კომპანიების მიერ ტენდერში შეთანხმებული პირობებით მონაწილეობის ფაქტი.

დოკუმენტის ნახვა
გლობალაგროს საქმე II
2016-01-25

კონკურენციის სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო მოკვლევა საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „გლობალაგროს“ წევრების საბაზრო ქცევის შესაფასებლად. მოკვლევის საგანს წარმოადგენდა - ჰქონდა თუ არა ადგილი ასოციაციის წევრებს შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებას. მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა „გლობალაგროს“ წევრების მხრიდან კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებაში მონაწილეობის ფაქტი.

დოკუმენტის ნახვა
საავტომობილო გაზის რეალიზატორთა საქმე
2015-10-30

ააიპ „მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადობამ“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა განცხადება, რომელიც შეეხებოდა საავტომობილო გაზის რეალიზატორ კომპანიებს შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების არსებობას. განმცხადებლის პოზიციით, დარღვევა გამოიხატებოდა კომპანიების მხრიდან საავტომობილო გაზის საცალო ფასის შეთანხმებულად დადგენაში. მოკვლევის შედეგად, არ დადასტურდა საავტომობილო გაზის ბაზარზე მოქმედ სუბიექტებს შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების არსებობის ფაქტი.

დოკუმენტის ნახვა
საავიაციო ნავთის საქმე
2015-09-11

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქართველოს ნავთობპროდუქტების სასაქონლო ბაზრის (ბენზინი დიზელი, ნავთი) მოკვლევა. აღნიშნული მოკვლევიდან ცალკე გამოიყო საავიაციო ნავთის, როგორც დამოუკიდებელი სასაქონლო ბაზრის მოკვლევა. მოკვლევის შედეგად არ დადასტურდა საქართველოს საავიაციო ნავთის სასაქონლო ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების მიერ კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებაში მონაწილეობის ფაქტი.

დოკუმენტის ნახვა
ნავთობკომპანიების საქმე I
2015-07-14
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქართველოს ნავთობპროდუქტების სასაქონლო ბაზრის მოკვლევა. მოკვლევის შედეგად დადგინდა ნავთობკომპანიების მიერ კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებაში მონაწილეობა, რაც გამოიხატებოდა ფასების ფიქსაციაში, ბაზრის განაწილებასა და ბაზრის შეზღუდვაში. შედეგად, სააგენტომ კომპანიებს ჯამში დააკისრა 55 მილიონ ლარამდე ჯარიმა. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოების მიერ და სააგენტოს საქმე დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად. შესაბამისად, საქმეზე სააგენტოს მიერ მიღებულია ახალი გადაწყვეტილება.
დოკუმენტის ნახვა