საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
მომხმარებლის უფლებების დაცვის ცხელი ხაზი 598 05 44 22 კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2 44 07 70 მომხმარებლის უფლებების დაცვის ცხელი ხაზი 598 05 44 22 კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2 44 07 70 მომხმარებლის უფლებების დაცვის ცხელი ხაზი 598 05 44 22 კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2 44 07 70
მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები
დაუშვებლობის გადაწყვეტილებები
შპს "საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის" საქმე
2023-04-11

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 10 აპრილს დაასრულა შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“ 2022 წლის 13 ოქტომბრის საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა, რომელიც ეხებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ორგანოსა (მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის) და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.


მოკვლევის შედეგად დადასტურდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი. დარღვევა შეეხებოდა შესაბამისი მუნიციპალიტეტების ფარგლებში ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევის მიზნით გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში კონკურენციის საწინააღმდეგო სატენდერო პირობების გამოყენებას, რაც ზღუდავდა ტენდერებში ეკონომიკური აგენტების მონაწილეობას.


ამასთან, მოკვლევის ფარგლებში გამოიკვეთა დამატებით ექვსი მუნიციპალიტეტის (ხაშურის, ქარელის, კასპის, დმანისის, გარდაბნის და წალკის) მიერ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სადავო პირობის გამოყენების ფაქტი.


სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს, აგრეთვე, სახელმწიფო შემსყიდველ სხვა ორგანიზაციებს დაევალათ, სატენდერო პირობების ფორმირების პროცესში უზრუნველყონ კონკურენციის პრინციპის დაცვა, მათ შორის, არ გამოიყენონ სატენდერო პირობა, რომელიც სასამართლოს აქტის საფუძველზე მოქმედი აკრედიტაციის პირობებში მყოფ ეკონომიკურ აგენტს შეუზღუდავს ტენდერში მონაწილეობას, მის მიმართ აკრედიტაციის სტატუსთან დაკავშირებული სასამართლო დავის/პროცესის არსებობის მიზეზით.

დოკუმენტის ნახვა
ტექნიკური ინსპექტირების საქმე (II)
2023-03-22

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 13 მარტს დაასრულა ი/მ შოთა ლომინაშვილის, 2022 წლის 28 იანვრის, დაზუსტებული საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა, რომელიც ეხებოდა სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.


მოკვლევის შედეგად დადასტურდა სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი. დარღვევა შეეხებოდა აკრედიტაციისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურების დაწყებასა და განხორციელებაზე აკრედიტაციის ცენტრის წერილობით უარს, რომელიც არ ეფუძნებოდა მოქმედ კანონმდებლობას და იწვევდა მომჩივანის ეკონომიკური საქმიანობის შეფერხებას.

დოკუმენტის ნახვა
ჯიპიაი ჰოლდინგის საქმე
2021-12-29

სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგის“ საჩივრის საფუძველზე, შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგად, დარღვევა არ დადასტურდა. საკითხი შეეხებოდა მოპასუხის მიერ ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, სატენდერო დოკუმენტაციაში ჩადებულ პირობებს - გადამზღვეველი კომპანიის დასტურის მოთხოვნასთან დაკავშირებით და ტენდერის იმგვარად გამოცხადებას, სადაც ერთ ლოტად იყო გაერთიანებული სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის, ქონების, თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურებები. სააგენტოს მიერ დარღვევა არ დადასტურდა, თუმცა, კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, მოპასუხეს მიეცა განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია.

დოკუმენტის ნახვა
ტექნიკური ინსპექტირების საქმე
2019-07-18

ი/მ შოთა ლომინაშვილმა საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შემოიტანა განცხადება, რომელიც ეხებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის შერჩევის პროცესის კონკურენციის კანონმდებლობასთან სავარაუდო შეუსაბამობის ფაქტს. მოკვლევის შედეგად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუდგინდა დარღვევა და შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით მიეცა განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები.

დოკუმენტის ნახვა
დაზღვევის საქმე N3 (საავანსო გარანტიები)
2018-08-07

სადაზღვევო კომპანია „უნისონმა“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ კონკურენციის სავარაუდო შეზღუდვის ფაქტზე, რაც გამოიხატებოდა სახელმწიფო შესყიდვებში მხოლოდ ბანკების მიერ გაცემული წინასწარი ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საბანკო გარანტიების წარდგენის მოთხოვნაში. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული პირობა ზღუდავდა სადაზღვევო კომპანიებს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუდგინდა კანონის დარღვევა და დაევალა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კონკურენციის კანონმდებლობის დაცვა.

დოკუმენტის ნახვა
ბათუმის მერიის საქმე
2017-10-06

შპს „ლიბომ“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კონკურენციის სავარაუდო შეზღუდვის ფაქტზე, აღნიშნული ეხებოდა ქ. ბათუმში გარე სარეკლამო საქმიანობის ნებართვის გაგრძელებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მოკვლევის შედეგად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაუდგინა დარღვევა და დაევალა დარღვევის გამოსწორების მიზნით შესაბამისი ზომების გატარება.

დოკუმენტის ნახვა
დაზღვევის საქმე N2
2017-09-05

სადაზღვევო კომპანია „უნისონმა“ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კონკურენციის სავარაუდო შეზღუდვის ფაქტზე, რაც გამოიხატებოდა სახელმწიფო შესყიდვებში მხოლოდ ბანკების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების წარდგენის მოთხოვნის გზით კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევასა და სადაზღვევო სექტორის შეზღუდვაში. მოკვლევის შედეგად, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, ხაშურის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაუდგინდათ კანონის დარღვევა და დაევალათ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კონკურენციის კანონმდებლობის დაცვა.

დოკუმენტის ნახვა
სასკოლო ავტობუსების საქმე
2017-06-23
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის ბაზრის მოკვლევა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ კონკურენციის სავარაუდო შეზღუდვის ფაქტზე, რაც გამოიხატებოდა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიებისათვის დაბრკოლებების შექმნაში. მოკვლევის შედეგად, სამინისტროს დაუდგინდა კანონის დარღვევა და უწყების მიმართ გაიცა განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია.
დოკუმენტის ნახვა
დაზღვევის საქმე N1 (სატენდერო მოთხოვნები სადაზღვევო პროდუქტების მიმართ)
2016-12-28

სადაზღვევო კომპანია „უნისონმა“ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა განცხადება სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“, შპს „საქართველოს ფოსტისა“ და შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ კონკურენციის სავარაუდო შეზღუდვის ფაქტზე, რაც, გამოიხატებოდა ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო შესყიდვებში დისკრიმინაციული სატენდერო პირობების დაწესებაში (გამოცდილება მოზიდული პრემიის ოდენობა). მოკვლევის შედეგად, სადავო პირობები მიჩნეულ იქნა კონკურენციის შემზღუდველად, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხეები არ წარმოადგენენ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სუბიექტებს, მათ მიმართ არ დადგინდა კანონის დარღვევა.

დოკუმენტის ნახვა
ფარმაცევტული პროდუქციის რეგისტრაციის საქმე
2016-09-30

ა(ა)იპ „ალიანსმა პროგრესული ჯანდაცვისათვის“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შემოიტანა განცხადება სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ კონკურენციის სავარაუდო შეზღუდვის ფაქტზე, რაც, განმცხადებლის პოზიციით, გამოიხატებოდა რეგულირების სააგენტოს მიერ სამედიცინო პრეპარატების ,,პარალელური იმპორტის“ (განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით იმპორტი) შეზღუდვაში. მოკვლევის შედეგად, რეგულირების სააგენტოს დაუდგინდა კანონის დარღვევა და დაევალა კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმება.

დოკუმენტის ნახვა
ინტერტექნიკსის საქმე
2015-08-08
შპს „ინტერტექნიკსმა“ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა განცხადება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (ხაშურის, ასპინძის და აბაშის მუნიციპალიტეტების გამგეობები) მიერ კონკურენციის სავარაუდო შეზღუდვის ფაქტზე, რაც, განმცხადებლის პოზიციით, გამოიხატებოდა მიწის სათხრელი და სახაპავი მანქანების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში ცალკეული ეკონომიკური აგენტებისათვის უპირატესობის მინიჭებაში. მოკვლევის შედეგად, შემსყიდველ ორგანიზაციებს დაუდგინდათ კანონის დარღვევა და დაევალათ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კონკურენციის კანონმდებლობის დაცვა.
დოკუმენტის ნახვა
ოპტიმალ გრუპ +-ის საქმე
2015-04-23
შპს „ოპტიმალ გრუპ +-მა“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შემოიტანა განცხადება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ორგანიზაციების მიერ კონკურენციის სავარაუდო შეზღუდვის ფაქტზე, რაც, გამოიხატებოდა საპროექტო/სამშენებლო/საინჟინრო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში მხოლოდ სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის მოთხოვნაში. მოკვლევის შედეგად, შემსყიდველ ორგანიზაციებს დაუდგინდათ კანონის დარღვევა და დაევალათ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კონკურენციის კანონმდებლობის დაცვა.
დოკუმენტის ნახვა
შემოსავლების სამსახურის საქმე
2015-03-31
შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთმა“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა განცხადება სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ კონკურენციის სავარაუდო შეზღუდვის ფაქტზე, რაც, განმცხადებლის პოზიციით, გამოიხატებოდა შემოსავლების სამსახურის მხრიდან შპს „ინლენდ კონტეინერ ტერმინალისათვის“ ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის დაკავების ხელშეწყობაში, რაც იწვევდა მისი კონკურენტების საქმიანობის შეფერხებას. მოკვლევის შედეგად, შემოსავლების სამსახურს დაუდგინდა კანონის დარღვევა და დაევალა მისი ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
დოკუმენტის ნახვა