საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 20 სექტემბერს დაასრულა შპ ,,ეი. სი. ეი“-ს (ს/ნ 401987597) 2022 წლის 10 მარტის საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა, რომელიც ეხებოდა ტურისტული მომსახურების სფეროში მოქმედი შპს ,,ბი ეს თი“-ს (ს/ნ 400191396) მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11(3) მუხლის (ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი ქმედებების აკრძალვა) მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევის ფაქტს. მოკვლევის შედეგად, დადასტურდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11(3) მუხლის დარღვევა, რაც გამოიხატებოდა შპს ,,ბი ეს თი“-ს მხრიდან მომჩივანის იდენტური სასაქონლო ნიშნებისა და სატრანსპორტო საშუალებების იერსახის უკანონო გამოყენებაში. სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხსენებულ კომპანიას დაეკისრა შესაბამისი ფინანსური სანქცია და დაევალა კანონდარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 28 დეკემბერს დაასრულა შპს ,,დელტა დეველოპმენტ გრუპის“ 2021 წლის 26 აპრილის საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა, რომელიც ეხებოდა სათარჯიმნო/მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში მოქმედი 5 კომპანიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11(3) მუხლის (ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი ქმედებების აკრძალვა) შესაძლო დარღვევის ფაქტს.
მოკვლევის შედეგად დადასტურდა 2 მოპასუხე ეკონომიკური აგენტის: შპს „თბილისის ბიზნეს სახლისა“ (ს/ნ: 404482608) და შპს „თბილისის ბიზნეს სახლის“ (ს/ნ: 204564293) მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის დარღვევა. დარღვევა გამოიხატებოდა საქმიან და კომერციულ ურთიერთობებში ISO 9001:2015 სერტიფიკატისა და IQNET-ის შესაბამისი ლოგოს უკანონო გამოყენებაში, რაც სააგენტოს შეფასებით, წარმოადგენს კომპანიის პრეზენტირებას/რეკლამირებას ცრუ ინფორმაციის გავრცელების გზით. სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხსენებულ კომპანიებს დაეკისრათ შესაბამისი ფინანსური სანქცია და დაევალათ კანონდარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 20 ივლისს დაასრულა შპს „ალგორითმის“ (ს/ნ: 205043237) საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა, რომელიც ეხებოდა შპს „ალგორითმის (ს/ნ: 402084980) მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტს. მოკვლევის შედეგად დადგინდა ,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 ტერცია (ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი ქმედებების აკრძალვა) მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით საქონლის შესახებ ისეთი ინფორმაციის გადაცემა, რომელიც მომხმარებელს არასწორ წარმოდგენას უქმნის და ამით გარკვეული ეკონომიკური ქმედებისაკენ უბიძგებს) დარღვევის ფაქტი, რაც გამოიხატებოდა პროდუქციის ისეთი ფორმით პრეზენტირებაში/რეკლამირებაში, რაც შეცდომაში შემყვანია და არასწორ წარმოდგენას უქმნის მომხმარებელს.
საბოლოოდ, სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხე შპს „ალგორითმს (ს/ნ: 402084980) დაევალა კომპანიის სარეკლამო პოლიტიკა აწარმოოს იმგვარად, რომ თავიდან იქნას აცილებული მისი და მომჩივანი კომპანიის აღრევისა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის რისკი.
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ 2020 წლის 30 სექტემბერს დაასრულა სს „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა, რომელიც ეხებოდა სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ ბათუმის რეგიონალური წარმომადგენლის მხრიდან კონკურენტი კომპანიის რეპუტაციის შემლახავ საქმიანობას.
მოკვლევის შედეგად დადგინდა ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 ტერცია მუხლის (ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი ქმედების აკრძალვა) მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის (ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენტის რეპუტაციის შელახვა, მისი უსაფუძვლო კრიტიკა ან დისკრედიტაცია) დარღვევის ფაქტი, რაც გამოიხატებოდა სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ წარმომადგენლის მიერ სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სს „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ რეპუტაციის შემლახავი ცნობების გავრცელებაში. საბოლოოდ, სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგს“ დაევალა - დაუყოვნებლივ უზრუნველყოს გავრცელებული ცნობების უარყოფა შპს ,,Caucasian Metals Terminal“-ისათვის ოფიციალური წერილის გაგზავნის გზით და აღნიშნული ქმედების თაობაზე ინფორმაცია წერილობითი ფორმით მიაწოდოს სს „სადაზღვევო კომპანია უნისონს“ და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს.
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ 2020 წლის 14 სექტემბერს დაასრულა შპს ,,ჯი-თი მოტორსის“ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა, რომელიც ეხებოდა შპს ,,ჯ.თ. მოტორსის“ მხრიდან განხორციელებულ სარეკლამო აქტივობებს, რასაც შეცდომაში შეჰყავდა მომხმარებელი.
მოკვლევის შედეგად, შპს ,,ჯ.თ. მოტორსის“ მიმართ დადგინდა ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11(3) მუხლის (ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი ქმედების აკრძალვა) მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის (კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით საქონლის შესახებ ისეთი ინფორმაციის გადაცემა, რომელიც მომხმარებელს არასწორ წარმოდგენას უქმნის და ამით გარკვეული ეკონომიკური ქმედებისაკენ უბიძგებს) დარღვევის ფაქტი. ამასთან, მოკვლევის მიმდინარეობის პროცესში, შპს ,,ჯ.თ. მოტორსის“ მიერ აღმოფხვრილ იქნა კონკურენციის კანონდარღვევის ფაქტი. კერძოდ, ინტერნეტ სივრცეში განთავსებული, ყველა სადავო სარეკლამო რგოლი შესაბამისობაში იქნა მოყვანილი კონკურენციის კანონმდებლობასთან. საბოლოოდ, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის დადასტურებასთან ერთად, შპს ,,ჯ.თ. მოტორსს“ დაევალა, რომ თავისი სარეკლამო კომპანია სამომავლოდ აწარმოოს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი და მომჩივანი კომპანიის აღრევა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა.
შპს „დაზგამ“ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი შპს „სოლვეის“ მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე, რაც, მომჩივანის პოზიციით, გამოიხატებოდა შპს „სოლვეის“ მიერ მომჩივანი კომპანიის ვებ-გვერდის (dazga.ge) ანალოგიური სახელწოდების ვებ-გვერდის ქართული „გე დომენის“ (დაზგა.გე) გამოყენებით მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაში. სააგენტომ დაადგინა შპს „სოლვეის“ მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი და კომპანიას დარღვევის ფაქტის აღმოფხვრა დაავალა.
შპს „დიზაინ ჰაუსმა“ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი შპს „დნას“ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე, რაც, მომჩივანის პოზიციით, გამოიხატებოდა სოციალურ ქსელ Facebook-ზე - შპს „დიზაინ ჰაუსის“ რეპუტაციისა და ინტერესის შემლახველი ცნობების გავრცელებაში. შპს „დნას“ დაუდგინდა დარღვევა და დაევალა - სოციალურ ქსელ Facebook-ის გვერდიდან იმ პოსტების წაშლა, რომელიც მომხმარებელს შპს „დიზაინ ჰაუსის“ შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიდა.
შპს „აიტექნიკმა“ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი შპს „აიპლუსის“ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო ფაქტზე. მოკვლევის შედეგად, საქმეში განხილული რამდენიმე ეპიზოდიდან ერთ-ერთში, კერძოდ, ვებ- გვერდ - www.itechnics.ge-ის მართვის ნაწილში, დადგინდა შპს ,,აიპლუსის“ მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი და კომპანიას დაევალა დარღვევის აღმოფხვრა.
„ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტმა“ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი შპს „სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის“ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე, რაც, მომჩივანის პოზიციით, გამოიხატებოდა Facebook-ის გვერდზე კვლევითი ინსტიტუტის შესახებ რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებაში, თანამშრომლების მოსყიდვაში და ა.შ. მოკვლევის შედეგად, სააგენტომ დაადგინა დარღვევა და მოპასუხეს დარღვევის აღმოფხვრა დაავალა.